четверг, 8 октября 2009 г.

მცხეთა–მთიანეთი


ახალი სასწავლო პროექტი „მცხეთა– მთიანეთი“

ავტორი: / ლ.სულაძე/

1.პროექტის სახელწოდება: მცხეთა–მთიანეთი

2.პროექტის მოკლე აღწერა: ამ პროექტის დახმარებით შევეცდებით მოსწავლეებს გავუღრმავოთ ცოდნა და ინტერესი საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარის მცხეთა– მთიანეთის შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან აღნიშნული მხარის გეოგრაფიულ,ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებს.

3.პროექტის სრული აღწერა: მცხეთა–მთიანეთის მხარის შემადგენლობაში შედის ისტორიული პროვინციები: ხევი, ხევსურეთი, ფშავი და მთიულეთი, აგრეთვე მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის რაიონები. მხარე განლაგებულია მდინარეების: არაგვის, ქსნის, ივრისა და თერგის აუზებში.

ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები შეისწავლიან მხარის ბუნებრივ პირობებს, ისტორიას, კულტურულ ტრადიციებს, მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს, მხარის ეკონომიკას. მოიძიებენ მასალებს გეოგრაფიიდან, ისტორიიდან, ლიტერატურიდან, ფოლკლორიდან. მოახდენენ სხვადასხვა კვლევა–ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებს,შეისწავლიან მხარის ღირშესანიშნაობებს, გადაიღებენ ფოტო–სურათებს,ვიდეომასალას. დაწერენ აღნიშნული მხარის შესახებ სტატიებს კულტურულ ძეგლებზე, სახალხო დღესასწაულებზე და სხვა.. დაგეგმავენ მხარის ეკონომიკურ პრიორიტეტებს, შეაფასებენ რეგიონის ტურისტულ–რეკრიაციულ მნიშვნელობას.

4.მოსწავლეთა ასაკი/კლასები: (12–17წ), (მე–7–10–ე კლ)

5.ვადები/ხანგრძლივობა: 2009 –2010 სასწ.წ

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: აქტივობები კლასში: ჯგუფებს დაევალებათ მასალის მოძიება აღნიშნული მხარის გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურული შედევრების შესახებ. ასევე, მოხდება სლაიდების დამზადება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა,საკუთარი ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენა, ფოტო–სურათების გადაღება, პოეზიის საღამოების მოწყობა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/:

შეიქმნება პროექტის ბლოგი, ვებ–გვერდი, სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები.

8. სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები გაიღრმავებენ ცოდნას ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ულამაზესი მხარის მცხეთა–მთიანეთის შესახებ.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა,ხელოვნება. გამოიმუშავებენ უნარ–ჩვევებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინტერნეტი, ვებ–გვერდის შექმნა, პრეზენტაციების მოწყობა და სხვა).

11.მონაწილეები სხვა სკოლიდან: აფხაზეთის მე–8–ე საჯარო სკოლა.

12.პროექტის ფასილიტატორები: ლ. სულაძე, თ. მამუკაშვილი, ლ. ნონიაშვილი,

თ. შონია.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: l.suladze137@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: პროექტი „მცხეთა–მთიანეთი“

15. პროექტის ვებ–გვერდი / ბლოგი :http://

Комментариев нет:

Отправить комментарий